logo
ENG



ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციურის ნებართვის მიუხედავად, სააკაშვილთან არ შეუშვეს

29 დეკ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/29/unjpt05iwfrl49i.jpg

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. 

ჯიშკარიანის თქმით, ეს მათი საქმიანობის ხელშეშლაა და საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.

"არ გვიშვებენ. ორ მოტივი დაასახელეს - ერთი, რომ სამუშაო საათები დამთავრებულია და წინააღმდეგობრივი მოტივი, რომ უნდა მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ გვაქვს ნებართვა. დღეს ჩვენ ჩამოვედით აქ იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, ახალ ფაქტს არასათანადო მოპყრობის. ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრ ემპათიას ეგიდით. ამას განვიხილავთ, როგორც ხელის შეშლას ექსპერტიზაში და მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით", - თქვა ჯიშკარიანმა.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ. 

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.


close დახურვა